,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’

22 სექტემბერი 2016

22 სექტემბერს,კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფეტივალი 2016’’–ის ფარგლებში გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული ინოვაციების საბჭოს ერთობლივი ვორკშოპი: ,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’.

 

მონაწილეებს მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი – კახა შენგელია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – დავით ჩერქეზიშვილი,და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე–თემურ მაისურაძე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში – შალვა მაჭავარიანი, ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის, თავმჯდომარე – ოლეგ შატბერაშვილი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი – მერაბ კუცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი – ნანა ასლამაზიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მონიტორინგის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარი ანალიტიკოსი – ბონდო ტაბატაძე, კვლევის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი – გივი ქოჩორაძე, კონსულტანტი – გიორგი დემეტრაძე და ტექინფორმის წარმომადგენელი – დავით გაბუნია.