22 დეკემბერს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლამ და კავკასიის უნივერსიტეტმა, WSET Level 2-ის კურსის გამოცდა ჩაატარა. კურსის მონაწილეებს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიენიჭებათ საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაცია WSET level 2 და გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსს უძღვებოდა ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა|კავკასიის უნივერსიტეტი - ს WSET -ის კურსის სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი - გიორგი დარციმელია.