2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისათვის დამატებით ლექციათა ციკლი დაიწყო.
სხვადასხვა არქიტექტურული შემოქმედებითი სტუდიის წარმომადგენელი პროფესიონალები: არქიტექტორები, ურბანისტები, ინჟინრები და ხელოვნებათმცოდნეები სტუდენტებს გააცნობენ დარგის სხვადასხვა მიმართულებას, მიმდინარე პროექტს და თანამედროვე პრობლემების საკვანძო საკითხს.
ლექციათა ციკლს უძღვება არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი მარიკა ფოჩხუა.
თემატიკა და მომხსენებლები:
- „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ზოგადი მიმოხილვა“, არქიტექტორი გიორგი ლოთიშვილი.
- „მწვანე არქიტექტურა მომავლის სწორი ხედვა“, არქიტექტორი გვანცა ხელაძე.
- „თბილისის ისტორიული ნაწილი, მისი სპეციფიკა, მორფოლოგია და პროექტირების მეთოდოლოგია“, არქიტექტორი გოჩა ბზეკალავა.
- „მასალები ქართველ ებრაელთა ისტორიისა და სალოცავების არქიტექტურისთვის“ ხელოვნებათმცოდნე სოფიო ლობჟანიძე.
- „ჩანაფიქრიდან რეალიზაციამდე“, არქიტექტორი ნინო მანჯავიძე.