4-5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთნ დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტისა და კომპანია „ესკო-ესის“ ინიციატივით, ჩატარდა ვორკშოპი თემაზე -„განათლება მდგრადი განვითარებისათვის- არქიტექტურა, საინჟინრო ტექნოლოგიები, მწვანე მშენებლობა“. ფესტივალის სლოგანი იყო - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების „მწვანე“ უნარ ჩვევების და ტექნოლოგიების ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება: კავკასიის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით.
ღონისძიების ფარგლებში, 4 ივნისს, საჯარო ლექციები, სემინარები /ვორკშოპები, გარემოს გამწვანებასთან დაკავშირებული თავისუფალი აქტივობები მოეწყო, 5 ივნისს კი, ღონისძიება ბაზალეთზე, მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაგრძელდა. ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა და მათმა მენტორებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს ესკიზები, რომელებიც მიეძღვნა გარემოსადმი პასუხისმგებლობით მიდგომებს.
ღონისძებაში, მენოტრებად, ჩართულები იყვნენ სფეროს წამყვანი პროფესიონალები - სანდრო კაციტაძე, ლევან ნათაძე, გივი ჯაყელი, მარიკა ქავჟარაძე, გიორგი გაბუნია, ალექსანდრე ჩუბინიძე.
ვორკშოპის მონაწილეები და მხარდამჭერები იყვნენ - ახალი ტექნოლოგიების ცენტრი, CENN, საქართველოს მწვანე მშენებლობის საბჭო (GBC), გეოგრაფიკი, საპროექტო სტუდიები DMARK, მეტი დეველოპმენტი.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მარიკა ფოჩხუა და გვანცა ხელაძე.