გრაფიკული დიზაინი აკადემიურ სივრცეში

20 მარტი 2024

19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება "გრაფიკული დიზაინი აკადემიურ სივრცეში".

 

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს წამყვან კრეატიულ სააგენტოებთან: რედბერი; კრაკენი, ლივინგსტონი, ჰოლიმოტორსი, მოზაიკა, ბეთერფლაი.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ასევე პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებმა.

 

ასევე, მოეწყო კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, სადაც მონაწილეებმა საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ხედვები და შესაძლებლობები.

 

ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ გრაფიკული დიზაინი არის პროფესია, რომელიც იმსახურებს, ჰქონდეს მაღალი დონის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ასევე, განვითარდეს მისი სხვა მიმართულებებიც.

 

წამყვან კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სფეროში არსებული მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და სტუდენტებს მისცემს იმ ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომელიც გამოადგებათ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო საქმიანობისთვის.