არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი მარიამ მენაბდე და ამავე სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი დავით დანელია ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) სავალიდაციო/სააკრედიტაციო პანელის წევრებად მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს.
ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტი (RIBA) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციაა, რომლის სააკრედიტაციო/სავალიდაციო საბჭოს ქართველი წევრი დღემდე არ ჰყოლია. ისინი იზრუნებენ RIBA-ის ფასეულობებისა და ღირებულებების გავრცელებასა და დანერგვაზე მთელს მსოფლიოში, რათა ხელი შეუწყონ არქიტექტურის თანამედროვე ხარისხიანი განათლების მიღებას.
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ 2023 წელს მიიღო RIBA-ის უპირობო ვალიდაცია, რაც კავკასიის უნივერსიტეტის და CSA სკოლის დიდი წარმატება, ხარისხიანი განათლების დასტური და სტუდენტებისთვის მეტი პროფესიული შესაძლებლობის მინიჭების საშუალებაა.
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა საქართველოში არის პირველი და ერთადერთი, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მიიღო
დარგში პროფესიული განათლების მზარდი ინტერესის საპასუხოდ, RIBA-ს საბჭო ცდილობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დანერგოს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც დარგში უმაღლესი განათლების ხარისხს უზრუნველყოფს და ავრცელებს საუკეთესო პრაქტიკებს.
RIBA-ის ასოციაცია აერთიანებს არქიტექტურის დარგში მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ დარგში განათლების გარდაქმნისა და გაძლიერების პროცესებს.