კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითმა ცენტრმა 2024 კალენდარული წელი შეაჯამა. ცენტრის შეხვედრას ესწრებოდა დოქტორის ხარისხის მქონე 8 აკადემიური პერსონალი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მეცნიერთა ინდივიდუალური შედეგები: ა) კვლევების, ბ) გრანტების, გ) კონფერენციებისა და დ) პოპულარიზაცია/გავლენის ჭრილში. ასევე შეფასდა ცენტრის პროდუქტიულობა მთლიანობაში.
განისაზღვრა 2025 წლის გეგმები და ძირითადი მისაღწევი მაჩვენებლები.
„აღნიშნულმა შეხვედრამ მეტად ეფექტიანად, კითხვა პასუხის რეჟიმში და აქტიური ჩართულობით ჩაიარა. ცენტრი გეგმავს აღნიშნული შეხვედრების ტრადიციად ქცევას. ეს, ერთი მხრივ, გვხდის მეტად ანგარიშვალდებულს ერთმანეთის და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ხოლო, მეორე მხრივ, გვეხმარება ცხადი სურათი შევიქმნათ თუ როგორ ვუყურებთ მომავალ წელს, რაც წარმატებასთან კიდევ უფრო გვაახლოებს“, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფ. ერეკლე პირველმა.