კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა Susilo Business+Ethics Case Competition-ზე, რომელიც ჩატარდა შვედეთში და ორგანიზებული იყო Questrom School of Business-ის, Boston University-ისა და Susilo Institute of Ethics-ის მიერ.
გუნდის კაპიტანი იყო გიორგი ზანგური, წევრები კი - ალექსანდრე მაისურაძე, მარიამ ლორთქიფანიძე და მარიამ ლოჩოშვილი.
ფინალურ ეტაპზე CSB-ის გუნდი დაუპირისპირდა ისეთ გამორჩეულ გუნდებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორებიც არიან: Boston University, Stanford University, Gadjah Mada University, Tor Vergata University და Trinity College Dublin.
კონკურსის განმავლობაში გუნდმა ორ მნიშვნელოვან შვედურ კომპანიაზე იმუშავა – Woolpower AB და Single Technologies, რის ფარგლებშიც მათ უნიკალური საშუალება ჰქონდათ, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ყოფილიყვნენ კომპანიების მენეჯმენტთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე, ესტუმრნენ კომპანიების საწარმოებს, ჩაატარეს სიღრმისეული ინტერვიუები და მიიღეს ინფორმაცია შვედურ ინოვაციებზე, ბიზნეს კულტურასა და წარმატებულ კოლაბორაციებზე სახელმწიფოს, აკადემიურ სივრცესა და ინდუსტრიას შორის.
ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ამ მნიშვნელოვან წინსვლას!