პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით მოპოვებული ფუნდამენტურ მეცნიერებათა მორიგი გრანტი

7 დეკემბერი 2023

კავკასიის ბიზნესის სკოლის აფირილებული პროფესორისა და კვლევითი ცენტრის დირექტორის, ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

 

კონკურსში დარეგისტრირდა 463 საპროექტო განაცხადი, რომელთა შეფასება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) მიერ განხორციელდა.

 

პროექტის სახელწოდება:  „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, შემოსავლებით მანიპულირება და კორპორაციული მმართველობა: საქართველოს მაგალითი".

 

მიზანი: საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის ასეულობით კომპანიაზე დაკვირვებით, კვლევის მიზანია შეისწავლოს კავშირი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გამჟღავნების დონესა და შემოსავლებით მანიპულირებას (earnings management) შორის. კვლევა აკვირდება კორპორატიული მმართველობის ხარისხის როლს ამ კავშირში, რამაც, პოტენციურად, შესაძლოა ითამაშოს რეზისტენტული ფაქტორის როლი და შეზღუდოს მენეჯერთა მიდრეკილება, რომ ხელი მიჰყონ შემოსავლების დისკრეციას. კვლევის მიგნებებმა შესაძლოა წაახალისოს ადგილობრივი ბიზნეს ერთეულების მხრიდან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა და გაზარდოს ფართო საზოგადოების ნდობის ხარისხი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისადმი.

 

  • ბიუჯეტი: 179 400 ლარი
  • ხანგრძლივობა: 3 წელი
  • შეფასება: 45 ქულა (50-დან)

 

გუნდის შემადგენლობა:

 

  • პროფ. ერეკლე პირველი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო;
  • პროფ. იოჰენ ციმერმანი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია;
  • პროფ. ტიმურ უმანი, იონქოფინგის უნივერსიტეტი, შვედეთი;
  • ასოც. პროფ. იზა გიგაური, წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტი, საქართველო;
  • პროფ. ვახტანგ ბერიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო.