„ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ CROSSREF-ში გაწევრიანდა და DOI-ის კოდი მიენიჭა

12 იანვარი 2024

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა. CROSSREF საერთაშორისო ასოციაცია უზრუნველყოფს აკადემიურ პუბლიკაციათა მსოფლიო ხელმისაწვდომობას.

 

ასოციაცია CROSSREF დაარსდა 1999 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სათავო ოფისი მასაჩუსეტი) და აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო აკადემიურ გამოცემებსა და ორგანიზაციებს (ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, გამომცემლობები…). CROSSREF-ის სერვისით სარგებლობს მეტრული მონაცემების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები - Scopus და Web of Science. CROSSREF-ის ციტირების ბაზა მოიცავს 80 მლნ. სამეცნიერო პუბლიკაციას.

 

ჟურნალ „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგიას“ მიენიჭა DOI-ს (Digital Object Identifier), ანუ ობიექტის საერთაშორისო ციფრული უნიკალური კოდი.

 

DOI – ს კოდი ექნება ასევე „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“-ში გამოქვეყნებულ ყველა ნომერს და სტატიას.

 

მინიჭებული კოდი არსებითად გაამარტივებს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ძებნას და გამოყენებას ინტერნეტში. მნიშვნელოვანია, რომ DOI -ს კოდი იძლევა სტატიის შენახვის გარანტიას.

 

DOI–ს მინიჭება დადებით გავლენას ახდენს როგორც ჟურნალის, ისე ავტორების რეპუტაციაზე, ვინაიდან იდენთიფიკატორის მეშვეობით სტატიები შეიძლება აისახოს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ბიბლიოგრაფიულ კატალოგებში. ამასთან სტატიების გამარტივებული იდენთიფიკაცია ზრდის მათი ციტირების საშუალებას, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას, ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციას.

 

ჟურნალის ვებ-გვერდი.