კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო სტატია სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში

14 იანვარი 2025

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Asia Pacific Journal of Health Management“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა “The Role of Primary Health Care in the Timely Treatment and Hospitalization of Patients with Acute Myocardial Infarction: Evidence from Georgia”.

 

კვლევა ჩატარდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში და აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელშეწყობით.

 

ნაშრომის ავტორებია:

 

თენგიზ ვერულავა - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი; აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ლიკა არაყიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი.

 

Verulava, T., Arakishvili, L. (2024). The Role of Primary Health Care in the Timely Treatment and Hospitalization of Patients with Acute Myocardial Infarction: Evidence from Georgia. Asia Pacific Journal of Health Management 19(3):i3773. doi:10.24083/apjhm.v19i3.3773

 

სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Asia Pacific Journal of Health Management“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

ოჯახის ექიმი დიდ როლს ასრულებს სტენოკარდიული ტკივილის მქონე პაციენტების მართვასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე მიმართვაში. კვლევის მიზანია საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების შესწავლა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მკურნალობის და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დროულობაში. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები უშუალოდ უკავშირდებიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ოჯახის ექიმთან კონტაქტის გარეშე, რაც მეტყველებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის არასათანადო დონეზე განვითარებაზე. რეკომენდირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს გულმკერდის ტკივილის მქონე პაციენტების ინფორმირებულობის ამაღლებას, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს.