საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა

17 თებერვალი 2025

15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა გაუძღვა.

 

პირველ 3 წლიან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად უკვე 4 წელია ახორციელებს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს: მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი; ისწავლონ საზღვარგარეთ; დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.