TBC LEASING-ის სტაჟირების პროგრამა

21 მარტი 2015

TBC LEASING კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს 3 თვიან სტაჟირების პროგრამას საკრედიტო განყოფილებაში, დასაქმების პერსპექტივით.

ამ პერიოდის განმავლობაში სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ მიიღონ კლიენტებთან , სპეციფიკურ აქტივებთან და პროექტებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, ასევე გაეცნონ სხვადასხვა საგადასახადო და იურიდიულ სქემებს, განბაჟებასთან, აქტივის იმპორტთან დაკავშირებულ პროცედურებს.

პრეზენტაციის დასასრულს, TBC LEASING- ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს დავალება, რომლის შემდეგაც მოხდება კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება. 

{phocagallery view=category|categoryid=647|limitstart=0|limitcount=0}