ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 8, 990 ლარი.
ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: ბიზნესის სკოლაში სწავლის პროცესში უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგული სტუდენტები და რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) შესაბამისად ისარგებლებს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.
ჩასაბარებელი საგნები:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა (ინგლისური);
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია).