პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილებას და ბიზნესის ადმინისტრირებაში დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს.
კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნეს ანალიტიკის და მონაცემთა მეცნიერების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის მიზნებია, სტუდენტს:
Obj. 1 - მისცეს ფართო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიზნესის ადმინისტრირების როგორც საბაზისო, ასევე სიღრმისეული კონკრეტულად ბიზნეს ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში;
Obj. 2 - განუვითაროს სხვადასხვა დონის მენეჯერული რგოლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მოამზადოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში წარმატებული ანალტიკური და მოანცემებზე დაფუძნებული საქმიანობისთვის;
Obj. 3 – განუვითაროს მონაცემთა ანალიტიკისა და მანქანური სწავლების სრულყოფილი უნარები, ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
Obj. 4 – მისცეს რეალურ სამყაროში გამოყენებადი პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკული ცოდნა.
Obj. 5 – ჩამოუყალიბოს ეთიკური მსჯელობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკის პროფესიული როლებისთვის მზადყოფნის უნარები, ეთიკური სტანდარტებისა და ცნობიერების გამოყენება მონაცემთა შეკრების, მოდელირების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველი 4 სემესტრის განმავლობაში საქართველოში სწავლას, ქართველი პროფესორების მიერ, ხოლო მესამე აკადემიურ წელს, სტუდენტი სწავლას აგრძელებს ნიუ-ჯერსიში, აშშ-ში.
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის უნიკალური მხარეები:
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
- უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.
