მიღების წესები

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა.

 

მნიშვნელოვანი: სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი 3X4 +CD
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • 2 რეკომენდაცია
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა 

 

გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.