აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- დასაშვები ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: კვლევის მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში / Research Master of Healthcare Management.
პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და ორიენტირებულია ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესიული, ინტეგრაციული, კვლევითი და ანალიტიკური კომპეტენციების განვითარებაზე. იგი აერთიანებს სავალდებულო და არჩევით კურსებს, პროფესიულ პრაქტიკას, ასევე 30 ECTS კრედიტის მოცულობის სამაგისტრო ნაშრომს/კვლევით კომპონენტს.
კარიერული წინსვლა
პროგრამის მეორე ნაწილი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს კვლევითი, ანალიტიკური და პროფესიული უნარები, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის, ადმინისტრირების, კონსულტირების, ანალიტიკური და სტრატეგიული მიმართულებებით კარიერული წინსვლისთვის. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ხელს უწყობს ჯანდაცვის სექტორის რეალური მმართველობითი პრობლემების კვლევას, არგუმენტირებული რეკომენდაციების შემუშავებას და კურსდამთავრებულის პროფესიული კონკურენტუნარიანობის ზრდას.
ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის გამოცდილებას და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ ჯანდაცვის სექტორში თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების, პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტებისა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად განავითაროს მენეჯერული, ანალიტიკური, კვლევითი და პროფესიული კომპეტენციები და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი თანამედროვე ჯანდაცვის გარემოში.
