CES-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

10 ივნისი 2026

9 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა განათლების სკოლის რიგით მეხუთე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის გაზრდასა და განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.

 

მიმდინარე სასწავლო წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო მდგრადი განვითარების მიზნები და დაწყებითი განათლების საფეხურის გამოწვევები.

 

ჟიურის წევრები იყვნენ:

 

  • ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • ნანა მონიავა - კავკასიის განათლების სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი;
  • ნიკოლოზ სილაგაძე - კავკასიის განათლების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • სალომე ჩიტორელიძე - კავკასიის განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები შემდეგ მონაწილეებს მიენიჭათ:

 

  • I ადგილი - მარიამ მაჩაიძე, მოხსენებით მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება სასკოლო განათლების სისტემაში: მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტები;
  • II ადგილი - ნინო კაპანაძე და ანი ახალაია, მოხსენებით გარემოსდაცვითი განათლება დაწყებით კლასებში: ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში არსებული გამოწვევები;
  • III ადგილი - ელინა კუპრაშვილი, მოხსენებით სკოლაში განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები.