სტუდენტების ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში

27 ოქტომბერი 2025

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ. ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, პროექტის მონაწილეები ფეხით გაემართნენ და მოინახულეს მთაწმინდის პანთეონი.

 

სტუდენტებს გიდობა გაუწიეს ცნობილმა ისტორიკოსმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ და მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ალუდა გოგლიჩიძემ. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მინი-ლექცია ჩატარდა. პროექტის მიზანია, მომავალი პედაგოგების მიერ საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორიის სრულფასოვნად გააზრება, რათა უკეთ გააცნობიერონ მასწავლებლის პროფესიის მისია, ხიბლი და გამოწვევები.

 

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა პროექტის - „ფესვები-ქართული სული“, ფარგლებში მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელის ალუდა გოგლიჩიძისა და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის სალომე ჩიტორელიძის ორგანიზებით.