მესამე სადისკუსიო რაუნდი თემაზე „კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“

12 ივლისი 2024

კავკასიის განათლების სკოლამ, დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის #2 საჯარო სკოლასთან პარტნიორობით ა.წ. 9 ივლისს, ჩაატარა მესამე სადისკუსიო რაუნდი თემაზე „კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“.

 

დისკუსია წარიმართა პროექტის ფარგლებში - სადისკუსიო რაუნდები ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით „სწავლის საკვანძო კომპეტენციები და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე- 2024“, რომლის მიზანია, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების ოპტიმალური დანერგვა პედაგოგის მომზადების პროგრამებში.

 

შეხვედრა გაიმართა პარალელური დისკუსიების ფორმატში ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: პედაგოგება, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა და კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტებმა. პროცესის ფასილიტაციას უზრუნველყოფდა ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

 

დისკუსიის ბოლო ეტაპზე მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს სასკოლო საზოგადოებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესთა ჯგუფებმა (დამსაქმებლები; სკოლის პედაგოგები; სკოლის ადმინისტრატორები; მოსწავლეები; მშობლები; სტუდენტები; პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები/დარგის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან) მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების და კერძოდ „კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენციის“ დანერგვის საქმეში?

 

სადისკუსიო რაუნდი ჩატარდა აფხაზეთის  #2 საჯარო სკოლის შენობაში.