მიღების წესები

განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • კავკასიის განათლების სკოლის შესაბამისი პროგრამისთვის რელევანტრი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა რაც მოიცავს ინგლისურის გააზრებასა და წერის კომპონენტს B2 დონის შესაბამისად;
  • კავკასიის განათლების სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

აპლიკანტი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან იმ შემთხვევაში თუ  წარმოდგენილი არის ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAE, TOEIC, FCF (Grades A, B), CPE და სხვ. მათი ვალიდურობის დადასტურების შემთხვევაში). თუ წარმოდგენილი დიპლომის დანართი ადასტურებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნას ან აპლიკანტს დამთავრებულის აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამა თავისუფლდება ინგლისური ენის სერტიფიკატის წარმოდგენისა და ინგლისურ ენაში შიდა საუნივესიტეტო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.

 

საბუთების შემოწმების ეტაპის შემდეგ აპლიკანტები გასაუბრებას გაივლიან კავკასიის განათლების სკოლის მიმღებ კომისიასთან. კომისია აპლიკატებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

 

  • განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის კომპეტენციების განვითარების მოტივაცია;
  • ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და კომუნიკაციის უნარები;
  • საბაკალავრო ან სხვა საგანმანათლებლო გამოცდილებას რეფლექციის უარი;
  • განათლების სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება თანაბარი კვალიფიკაციის პირობებში).

 

პროგრამაზე სტუდენტის მობილობით გადმოსვლის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლის პროგრამის დირექტორი და სკოლის დეკანი ზემოთ დათქმული პირობების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება სტუდენტის მობილობის შესახებ ფორმდება კავკასიის უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • CV / რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 400 სიტყვისა და არა უმეტეს 600 სიტყვისა)
  • სარეკომენდაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • ონლაინ რეგისტრაციის შევსების ბოლო ვადა  - 2 სექტემბერი, 2025
  • საბუთების მიღების ბოლო ვადა  - 4 სექტემბერი, 18:00 საათი, 2025
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთახვევაში) / გამოცდა CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის - 8 სექტემბერი, 2025
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან - 10 სექტემბერი, 2025

 

სწავლის საფასური

 

განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სრული ღირებულება 9 990 ლარი.  სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონოლი (GPA) 3,5 ან მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვეთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტი.

 

თუ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან აკმაყოფილებთ ერთ-ერთს  შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

 

CU სტანდარტული გადასახადი

CU გრანტის მოპოვებისას

CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას

4 995 ლარი

2 497 ლარი

1 350 ლარი

 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA 3,5 და მეტი, ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.