კავკასიის განათლების სკოლის განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მისიაა განათლების მართვის სპეციალისტების მომზადება მდგრადი განვითარების მიზნების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დარგის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.
პროგრამა მოამზადებს პროფესიონალთა კადრს, ვისთვისაც განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა, ხოლო მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლება. პროგრამის მიზანია, მოამზადოს განვითარებაზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მოაზროვნე და ეთიკური ღირებულებების მქონე პროფესიონალები, რომლებიც:
- არიან ცვლილებების ლიდერები, შეიმუშავებენ და ნერგავენ საგანმანათლებლო ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, ქმნიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს მდგრადი განვითარების გამოწვევების, ადგილობრივი კონტექსტისა თუ საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით;
- ქმნიან დემოკრატიულ და ინკლუზიური მართვის სისტემას, ამკვიდრებენ პოზიტიურ ორგანიზაციულ კულტურას და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეფექტური კომუნიკაციის გამოყენებით ზრუნავენ ორგანიზაციისა მუდმივ განვითარებაზე;
- უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევას და პროცესების ეფექტურ და ეფექტიან მართვას არსებული რესურსების გამოყენებით;
- ზრუნავენ თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე, მოქმედებენ მაღალი პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით და უზრუნველყოფენ გუნდის საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას.
სპეციალობები /კონცენტრაციებიპროგრამის ფარგლებში სტუდენტს აქვს საშუალება ორი კონცენტრაციიდან აირჩიოს ერთ-ერთი მიმართულება:
1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება;
2. პროფესიული და უმაღლესი განათლება.
პროგრამის ძლიერი მხარეები:
- განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს უნარებს, რომელიც აუცილებელია ცვლილებების მართვისა და ორგანიზაციების წარმატებული ფუნქციონირებისთვის: თანამედროვე, დინამიურ და მაღალკონკურენტულ სამყაროში. პროგრამა აქცენტს აკეთებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებაზე და კვლევითი უნარების გამომუშავებაზე;
- პროგრამის მართვასა და განხორციელებაში ჩართულია თეორიული, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრები;
- პარტნიორი ორგანიზაციების მზარდი ქსელი, რომელშიც შედის როგორც სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ასევე განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება ექნება დასაქმდეს:
- სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძო, არასამთავრობო ან საჯარო სექტორში;
- განათლების სფეროში მოქმედ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგნიზაციებში;
- განათლების საკითხებზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
სწავლების ენა პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

