9-10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა პირველადი დახმარების კონკურსი, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
ღონისძიება წარიმართა ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „კლინიკური უნარ-ჩვევები“, რომელიც წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მზია წიკლაურმა.
მანიპულაციები შესრულდა სიმულატორებსა და მანეკენებზე.
1.სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები:
ა) პულსის დათვლის მეთოდი. პუსოქსიმეტრის ხმარების ტექნიკა.
ბ) სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები:
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ყურში
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პირის ღრუში
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიაში
გ) წნევის გაზომვის მეთოდი:
- წნევის გაზომვის მეთოდი იდაყვის არტერიაზე
- წნევის გაზომვის მეთოდი მუხლქვეშა ფოსოში
დ) სუნთქვის დათვლის მეთოდი
2.სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი - BLS მოზრდილებში:
- გულის ხელოვნური მასაჟის ტექნიკა
- ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა
3.უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა:
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა მოზრდილებში
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა ბავშვებში
- ინტრავენური ინექციის ტექნიკა
5.პირველადი დახმარება სისხლდენების დროს:
- პირველადი დახმარება ვენური სისხლდენის დროს
- პირველადი დახმარება არტერიული სისხლდენის დროს
- ლახტის დადების ტექნიკა
მეორე ეტაპზე აბიტურიენტებს ჩაუტარდათ გამოცდა - ოსკის სცენარის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს.
კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილი 2000 ლარი
II ადგილი 1400 ლარი
III ადგილი 1000 ლარი