1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებისთვის, ასევე მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები, გავლენა ტექნოლოგიაზე სამედიცინო პრაქტიკის მომავლისთვის“.
ლექცია წაიკითხა WaveEdge Capital-ის მმართველმა დირექტორმა და Ensanté-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გაილ ქრისტინე განონმა, რომელიც ასევე სოციალური საწარმოს კონსულტანტია ტექნიკურ სტარტაპებში და კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის საინჟინრო ფაკულტეტის წევრი.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პანდემია და პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები, ტესტირება და ვაქცინაცია, ტელემედიცინისა და იმ ტექნოლოგიების როლი, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანდაცვაზე. სპიკერმა ასევე ისაუბრა სამედიცინო პრაქტიკის სამომავლო პროგნოზებზე.
საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.