პროგრამის მიმოხილვა

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა

  • კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ ეპიდემიოლოგის, ჯანდაცვის მკვლევარის, კონსულტანტისა ან სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სახელმწიფო ან კერძო სექტორში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ, რეგიონულ ან ცენტრალურ სტრუქტურებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში
  • ჩვენი პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტების ორგანიზების, დაფინანსების, მარკეტინგის და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებაზე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახელობის ცალკეული ჯგუფების საჭიროების შეფასებაზე, ჯანდაცვის სექტორში კვლევის დაგეგმვასა და გამოყენებაზე, რათა კურსდამთავრებულებმა სისტემაში ჩართვის შემდეგ გააუმჯობესონ როგორც მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების, ისე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური პროგრამების დაგეგმვისა და განხოციელების გზით, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ინსტიტუტების შესაბამისი ორგანიზაციითა და მართვით
  • კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში


პროგრამის ხანგრძლივობა


მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 4 წელი

 

იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.