პროგრამის მიმოხილვა

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, მაღალი მორალური ღირებულების მატარებელი, სათანადო კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს ღია საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას: აღზარდოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, მაღალი მორალური ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული პრინციპების მატარებელი პროფესიონალი.

 

საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედრაციის სტანდარტებს.

 

პროგრამა კურსდამთავრებულებს აღჭურავს ისეთი პრაქტიკული/კლინიკური უნარებით და აზროვნებით, რომელიც აუცილებელია წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი განათლებისთვის.

 

პროგრამის მიზანია:

 

  • მისცეს თავის კურსდამთავრებულებს პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობისთვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ფაქტებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება;
  • კურსდამთავრებულებს მისცეს სამედიცინო სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობისთვის საჭირო განათლება საბაზისო, კლინიკურ და სოციალურ მეცნიერებებში;
  • კურსდამთავრებულებს მისცეს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია;
  • შეასწავლოს კურსდამთავრებულებს ჯანდაცვის სისტემის საკანანმდებლო საფუძვლები;
  • კურსდამთავრებულები დააუფლოს კლინიკურ და საკომუნიკაციო უნარებს (ავადმყოფთან, მისი ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და ჯანდაცვის სისტემის სხვა მუშაკებთან) და პაციენტზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.

 

დააუფლოს კურსდამთავრებულები სამედიცინო ეთიკის ფასეულობებს (ავადმყოფის პატივისცემის შეგრძნება, მისი ინტერესების გათვალისწინება სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად; განუვითაროს მას პროფესიული ეთიკის ფარგლებში საქმიანობის უნარი).


პროგრამის ხანგრძლივობა:

 

  • 6 აკადემიური წელი

 

ხარისხი:

 

უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს - 360 ECTS

 

კვალიფიკაცია

 

დიპლომირებული მედიკოსი