ეკონომიკის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, სოფიო ოგბაიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

20 ივნისი 2023

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, სოფიო ოგბაიძის, სადისერტაციო ნაშრომის “Determinants of social and political activism in Georgia: applying insights from behavioral economics”  დაცვა გაიმართა.

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, აკაკი ცომაია.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ვახტანგ ჭარაია, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

 

აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დავით კეშელავა, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);

 

დავით სიხარულიძე, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 

ვასილ კიკუტაძე,   პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასისტენტ-პროფესორმა დავით კეშელავამ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, სოფიო ოგბაიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.