6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ეკონომიკის სკოლის ორგანიზებით, CU რა? სად? როდის? 2018 გაიმართა. შემოდგომის სეზონის გამარჯვებული ეკონომიკის სკოლის გუნდი - „ფენიქსი 5“ გახდა. მეორე და მესამე ადგილები კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდებმა დაიკავეს. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა სულ 17 გუნდი, რომლებიც სხვადახვა სკოლას წარმოადგენდნენ.
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდს CU რა? სად? როდის? გარდამავალი თასი ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტუალური ტურნირის წამყვანმა, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილმა გადასცა.
პირველ ოთხ ადგილას გასული გუნდები, ჩემპიონატის დასასრულს ერთმანეთს ბრეინ-რინგში შეეჯიბრნენ, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა.
CU რა? სად? როდის გაზაფხულის სეზონზეც გაიმართება.