22 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, მარიამ გავაშელის სადისერტაციო ნაშრომის - “Impact of Political Electoral Cycles on Fiscal Policy Both in Developed and Developing Countries Including Georgia“ დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, აკაკი ცომაია.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ერეკლე პირველი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ვასილ კიკუტაძე, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ერეკლე პირველმა.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, მარიამ გავაშელმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.