12 და 13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის წინაშე 9 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე; კაპიტალის ბაზრების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე; საერთაშორისო ვაჭრობის გავლენა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდაზე (საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ყაზახეთი); სოციალური დახმარების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე; დამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში; კორუფციის გავლენა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საქართველოში: კორუფციის დონესა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის კავშირის შესწავლა; ტურიზმის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და ტურისტული ინდუსტრიის კავშირი მშპს და დასაქმებას შორის; ქცევითი ეკონომიკა ციფრულ ეპოქაში: როგორ მოქმედებს სოციალური მედია მომხმარებელთა გადაწყვეტილების მიღებაზე; მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენა კომერციული ბანკების მოგებაზე;
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი - მედეა ზურაბიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - გიორგი ბენაშვილი.