CSE-ის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, აკაკი მოსახლიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

23 დეკემბერი 2024

2024 წლის, 23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, აკაკი მოსახლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„Central Bank Dilemma in a Small Open Economy: The Trade-Off Between Dedollarization and Lower Inflation“  საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო-მარიამ ხარაიშვილი ასისტენტ-პროფესორი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ერეკლე პირველი,  პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).
  • სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
  • დავით კეშელავა, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვანო ბენიძემ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, აკაკი მოსახლიშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.