ეკონომიკის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნათია გელაშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

9 ივნისი 2023

9 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნათია გელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის  - “The Impact of Agricultural Spending on value creation in Agriculture: Case of Georgia” დაცვა გაიმართა.

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ვახტანგ ჩქარეული, ასოცირებული პროფესორი,  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;

 

ცოტნე ჟღენტი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა მარიამ ხარაიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ნათია გელაშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.