აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ორი ალტერნატივა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- მოქნილი განაკვეთი: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: ეკონომიკის მაგისტრი.
პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც აქვს ეკონომიკის ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და თეორიების ღრმა ცოდნა; ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია ბულგარეთის, ბელგიისა და მაგდებურგის უნივერსიტეტებისა და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორებთან კონსულტაციების შედეგად. პროგრამა ფოკუსირებულია და ითვალისწინებს კვალიფიციური კურსდამთავრებულის მომზადებას ეკონომიკის მიმართულებით.
პროგრამის მიზანია:
- სტუდენტს მისცეს ღრმა და სისტემური თეორიული ეკონომიკური ცოდნა;
- კურსდამთავრებულმა შეძლოს ეკონომიკის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, პრაქტიკული პროექტების განხორციელება;
- სტუდენტს ჰქონდეს უნარი გაანალიზოს ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე;
- თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზის საფუძველზე, სტუდენტს შესძინოს კომპეტენციები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე;
- სტუდენტს გამოუმუშავოს ანალიზის, კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარები, შეძლოს ეკონომიკური ხასიათის მონაცემების შეგროვების საფუძველზე სიტუაციების ანალიზი და განზოგადებული დასკვნების გაკეთება.
კარიერული წინსვლა: ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია კვალიფიციური კადრის მომზადებაზე, ეფუძნება შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნებს და დარგში დადგენილ დარგობრივ სტანდარტებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თბითმმართველობის ორგანოები, საქართველოს მთავრობა, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, აუდიტორული ფირმები, საცალო-სავაჭრო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის პროგრამის პირველი ნაწილის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე, კვლევით ნაწილზე.
მოქნილობა: სასწავლო პროცესი დაგეგმილია საღამოს საათებში, რაც ეხმარება სტუდენტებს სამსახურის და სწავლის ეფექტურად შეთავსებაში. თითოეული საგანი ისწავლება კვირაში 1 დღე.
