აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ორი ალტერნატივა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- მოქნილი განაკვეთი: 3 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: კვლევის მაგისტრი ეკონომიკაში.
პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს ეკონომიკური კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და ეკონომეტრიკული ანალიზის ღრმა და სისტემური ცოდნა, რათა გამოუმუშავოს დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვის, კვლევითი პრობლემის ჩამოყალიბების, ჰიპოთეზების ფორმულირებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევის უნარი. ასევე განუვითაროს ეკონომიკური მონაცემების მოძიების, დამუშავების, ანალიზის და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაციის უნარი, რომ სტუდენტმა შეძლოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემების კვლევა თანამედროვე თეორიული და ემპირიული მიდგომების გამოყენებით. პროგრამა შესძენს სტუდენტს აკადემიური წერის, სამეცნიერო არგუმენტაციის და კვლევითი ნაშრომის სტრუქტურირების უნარებს, რაც დაეხმარება მაგისტრანტს სამაგისტრო ნაშრომის დამოუკიდებლად მომზადებაში და დაცვისათვის აუცილებელი კვლევითი, ანალიტიკური თუ კომუნიკაციური კომპეტენციების შეძენაში.
კარიერული წინსვლა
კვლევითი მაგისტრის კვალიფიკაცია კურსდამთავრებულებს ამზადებს კარიერისთვის სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო ცენტრებში, ფინანსურ ინსტიტუტებსა და აკადემიურ სფეროში. პროგრამის დასრულების კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ეკონომისტად, მკვლევარად, პოლიტიკის ანალიტიკოსად, მონაცემთა ანალიტიკოსად.
კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა: კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები, ორგანიცაზიები, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თბითმმართველობის ორგანოები, საქართველოს მთავრობა, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, აუდიტორული ფირმები, საცალო-სავაჭრო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის დასწულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეუძლია გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე.
მოქნილობა: სასწავლო პროცესი დაგეგმილია საღამოს საათებში, რაც ეხმარება სტუდენტებს სამსახურის და სწავლის ეფექტურად შეთავსებაში. თითოეული საგანი ისწავლება კვირაში 1 დღე.
