პროგრამის მიმოხილვა

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამაა, რომლის ანალოგი საქართველოს უმაღლეს სასწვლებლებში არ არის. ეს პროგრამა 2013 წელს საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ევროპის ოთხი უნივერსიტეტის (ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი, კავაკასიის უნივერსიტეტი, ბელგია - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია- მაგდებურგის უნივერსიტეტი, ბულგარეთი - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯის და ესპანეთი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი) პროფესორ-მასწავლებეთა ინიციატივით მომზადდა და TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

 

სამაგისტრო პროგრამის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში შემოიტანოს ახალი სამაგისტრო პროგრამის განზრახვა - შრომითი ურთიერთობების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ წამყვანი როლი ითამაშონ საქართველოს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის სფეროს ტრანსფორმაციაში და ამით კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყანა ევროკავშირისა და საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან. პროგრამაში, შრომითი ურითიერთობები გააზრებულია სამართლებრივ, შრომის ბაზრის, სოციო-ეკონომიკურ, ინდუსტრიულ ურთიერთობათა და ორგანიზაციული ასპექტების ურთიერთშეჯერებით და განზოგადებით. დასაქმებისა და შრომის პირობების სამართლებრივი, ეკონომიკურ-პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა განზომილებები დამუშავებულია, როგორც ევროპული სახელმწიფოების, ასევე მათთან საქართველოს შედარებითი ანალიზის საფუძველზე, რაც ზრდის პროგრამაში ჩართული მაგისტრანტების სენსიტიურობას, როგორც ზოგადად საკითხის, ასევე კონკრეტულად საქართველოს კონტექსტში გააზრების მიმართ.

 

მისანიჭებელი აკადემიური კვალიფიკაცია -  სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.

 

ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს სამინისტროების, საჯარო უწყებებისა და სააგენტოების, კერძო კომპანიების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებისა და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტების სტრუქტურებში შემდეგ პოზიციებზე: პროექტის ხელმძღვანელი, მედიატორი, საზოგადოებასთან ურიერთობის სპეცილისტი, ევროპულ ურთიერთობებში მრჩეველი, ანალიტიკოსი, პროფკავშირებში აღმასრულებელი რგოლების თანამშრომელი, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებისა და სოცილურ სამსახურებში და  დასაქმების სააგენტოში როგორც სპეცილისტის ხელმძღვანელის თანამდებობებზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ესტუმროთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს