ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.
მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 240 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 162 ECTS კრედიტი ეთმობა სავალდებულო დისციპლინებს. მათ შორის:
30 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები
20 კრედიტი - ინგლისური ენა
82 კრედიტი - სპეციალობის სავალდებულო საგნები
30 კრედიტი - პრაქტიკული/კვლევითი სავალდებულო კომპონენტი
162 ECTS კრედიტის გარდა, სტუდენტს საშუალება ეძლევა დანარჩენი 78 ECTS კრედიტი აირჩიოს: 10 ზოგადსაუნივერსიტეტო არჩევითი საგნებიდან და 48 კრედიტი სპეციალობის არჩევითი საგნებიდან.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.