მიღების წესები

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე  სწავლის უფლება აქვს:

 

  • მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს (აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია).

 

დოკუმენტაციის  წარმოდგენამდე:

 

 

სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) პროგრამაზე ჩარიცხვის სამოტივაციო წერილი და კურიკულუმ ვიტა (CV);

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (აპლიკანტს დასრულებული უნდა ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/პასპორტი) ასლი;

დ) შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის ჩარჩოს ფარგლებში შემუშავებული კანდიდატის კვლევითი ინტერესის გამომხატველი კვლევითი თეზისი.

ვ) წიგნის ან სამეცნიერო სტატიის 1-2 გვერდიანი მიმოხილვა-ანალიზი (აპლიკანტმა უნდა მიმოიხილოს ნებისმიერი წიგნი ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროდან, რომელიც მან ბოლო დროს წაიკითხა. მიმოხილვაში  აღნიშნულია რას ეხებოდა ნაწარმოები,  რატომ მოეწონათ/არ მოეწონათ,რამდენად რელევანტური იყო გამოყენებული კვლევის მეთოდი და მიღებული მიგნებები;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობაა უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, რაც უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი სერტიფიკატით ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლით; ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის/დიპლომის არქონის შემთხვევაში დაინიშნება სახელმწიფო მართვის სკოლის B2 დონის მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში;

თ) 4 ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე);

ი) მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი მამაკაცებისათვის (სამხედრო ვალდებულთათვის).

 

გასაუბრება მიმებ კომისიასთან

 

  • კონკურსანტი, რომელიც დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, დაიშვება გასაუბრებაზე მიმღებ კომისიასთან.
  • სადოქტორო პროგრამაზე მიმღები კომისიის წევრები კონკურსანტს აფასებენ დებულებით დადგენილი შეფასების ფორმის მიხედვით. საერთო შეფასების მაქსიმალური ქულაა – 100. კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ მის მიერ მიღებული შეფასება იქნება საერთო ქულის არანაკლებ 60 ქულა.

 

პროგრამაზე მიღების ეტაპები: 

 

  • საბუთების მიღება -1 ივლისი - 15 სექტემბერი;
  • შიდა ტესტირება ინგლისურ ენაში- 18 სექტემბერი; 
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან - 24-25 სექტემბ (კონკრეტული თარიღი/დრო ეცნობებათ მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს).

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

  • სამწლიანი სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 9,000 ლარს;
  • დოქტორანტი თანხას იხდის ორ ნაწილად. პირველ წელს - 4,500 ლარს და მეორე წელს ასევე - 4,500 ლარს;
  • პირველი წლის დასრულების შემდეგ წარჩინებულ დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის გრანტი 4,500 ლარის ოდენობით.