CSG სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

1 თებერვალი 2020

1-ლ თებერვალს, სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გრიგოლ ჯულუხიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე - ,,რუსული პროპაგანდის გავლენა ვიშეგრადის სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე 2000-2016 წლებში“.

 

 დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი გია ნოდია.

 

 სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

 

  • ეკა აკობია, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი
  • თორნიკე თურმანიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი მუჩაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ემირ ეთერია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • სოფია პეტრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კომისიის მოწვეული წევრი
  • სერგი კაპანაძე, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ჟან მონეს პროფესორი

 

 დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. რეცენზენტები დარგისა და  თემატიკის  სპეციალისტები იყვნენ: ზურაბ დავითაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, თამარ კინწურაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მათ შეაფასეს ნაშრომი და თემის ირგვლივ სამეცნიერო დისკუსია გამართეს.

 

 დაცვის კომისიის შეფასებით,  გრიგოლ ჯულუხიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი მიენიჭა.