2 თებერვალს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის „დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა“ და „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწვეული ლექტორები - ეკა აკობია, გრიგოლ გეგელია, სერგი კაპანაძე, გურანდა ჭელიძე, თამარ ჩარკვიანი, ლევან გერაძე.
წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
- სალომე გორგიაშვილი - ,,საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის გამოწვევები და მისი თავსებადობა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან“
- თათია მოსიძე - ,,საქართველოს კონტრტერორისტული პოლიტიკის გამჭვირვალობის ხარისხი 2002-2017 წლებში “
- გიორგი სტურუა - ,,საქართველოს (როგორც პატარა ქვეყნის) მიერ სტრატეგიული მოკავშირის (ევროკავშირის) არჩევის მოტივები და შედეგები"
- სოფია ხუხია -,, საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების პრობლემები შეიარაღებული კონფლიქტების დროს“
საჯარო მმართველობა
- მიხეილ კამლაძე - ,,პარტიული სისტემის სისუსტის გამომწვევი მიზეზები თანამედროვე საქართველოში“;
- მირანდა თედეშვილი - ,,ნეპოტიზმი და მერიტოკრატია საქართველოს საჯარო სამსახურში 2012-2018 წლებში“.