სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი დღეს გამოწვევები და პერსპექტივები“

25 დეკემბერი 2018

25 დეკემბერს ჟან მონეს პროფესორის სერგი კაპანაძის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი დღეს გამოწვევები და პერსპექტივები“.

 

კონფერნეციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები ევროკავშირის დაარსებასთან, განვითარებასა და მის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე:

 

  • მარიამ გოგრიჭიანი - საბერძნეთის კრიზისი და ევროკავშირის რეაგირება. მეტი ინტეგრაცია თუ მეტი დამოუკიდებლობა?
  • მარიამ კაკაბაძე და გიორგი კოტრიკაძე - ნაციონალისტური ძალების გაძლიერება ევროპაში: ვითარების ანალიზი;
  • ანანო შეყლაშვილი - სამხრეთის ქვეყნები - რატომ არიან ისინი უფრო ღარიბები?
  • დავით გელაძე - მსგავსება საქართველო-უკრაინის ომებს შორის და ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ;
  • ირაკლი გეთიაშვილი - რომელი ქვეყანა არის დღეს ყველაზე ძლიერი ევროკავშირში და რატომ? როგორ ვზომავთ ამ სიძლიერეს?
  • ქეთი შანშიაშვილი - ახალი ევროკავშირი: ლისაბონის ხელშეკრულება და მის მიერ შემოტანილი ცვლილებები;
  • ნატალი მაძღარაშვილი - ბრექზიტი - რა და როგორ მოხდა ბრიტანეთში;
  • მარიამ კაპანაძე - სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმები 1960-იან და 80-იან წლებში: მაკშერის რეფორმა;
  • თორნიკე ბობოხიძე - ცივი ომის დასასრული და სოციალისტური ქვეყნების ინტეგრაცია ევროგაერთიანებაში;
  • ნინი ბენდუქიძე - ევროკავშირის ხელშეკრულებების (რომის ხელშეკრულებები, ერთიანი ევროპული აქტი, მაასტრიხტის ხელშეკრულება) შედარებითი ანალიზი.
  • ანი შანიძე - ტეტჩერი და ბრიტანული ფული, გაფართოება და საერთო ბაზრის ჩამოყალიბება.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს კათედრის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ევროკავშირის საკითხების სწავლების გაძლიერება და სტუდენტებში ევროკავშირთან დაკავშირებული კვლევითი ინტერესების გაღრმავება და პრაქტიკული უნარებით განმტკიცება.