8 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის გიორგი ბადრიძისა და პოლიტიკის მკვლევრის, ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წარმომადგენლის ანა წურწუმია-ზურაბაშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: ბრექსიტის შედეგები ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის; რატომ არის მნიშვნელოვანი/პრობლემური ბრექსიტი ირლანდიისთვის; რას ნიშნავს ბრექსიტი დიდი პარასკევის სამშვიდობო შეთანხმებისთვის (good Friday agreement); როგორი იქნება საზღვარი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, რატომ უფრთხის მოსახლეობა ე.წ. hard border-ის დაბრუნებას; რა ეფექტი ექნება no deal ბრექსიტს ირლანდიის ეკონომიკაზე.
ლექციის მიზანი იყო ბრექსიტისა და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება.