კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, კლინიკური ფსიქოლოგიის და კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
დაცვაზე წარმოდგენილი იქნა ნაშრომები, რომლებიც კლინიკური ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხება:
- ატიპიური განვითარების ბავშვთა მშობლების ცხოვრების;
ორიენტაციის, ცხოვრების საზრისისა და ფრუსტრაციის დონის კვლევა; - ხატვის როლი აუტისტუსი სპექტრის თანმდევი დარღვევების მკურნალობაში;
 - კონტროლის, ლოკუსისა და ცხოვრების საზრისის მიმართება თვითრეალიზაციასთან;
 - პროფესიული გადაწვის სინდრომის გავრცელება და მახასიათებლები საქართველოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შორის;
 - პროფესიული სტრესის დონის მიმართება პიროვნულ თავისებურებებთან და განათლების დონის შეუსაბამო დასაქმებასთან;
 - თვითშეფასების, დეპრესიისა და შფოთვის დონის კვლევა აკნეს მქონე პირებში;
 - კავშირი პიროვნულ ფაქტორებსა და მარიხუანაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შორის;
 - როგორ აისახება ომის გამოცდილება არტთერაპიის დროს შექმნილ ნამუშევრებზე;
 - სირთულეები არტთერაპიით მუშაობისას ბიპოლარული აშლილობის დროს და მათი გადალახვის გზები;
 - აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების სირთულეები სკოლაში და პრობლემის დაძლევის არტთერაპიული გზა;
 - ინტერნეტ გეიმინგზე დამოკიდებულება: არტთერაპიაზე დაფუძნებული შემთხვევის ანალიზი;
 - როდესაც ყველაფერს ყლაპავ - ბინგ კვებითი აშლილობის კვლევა და ფსიქოთერაპია არტის გამოყენებით;
 - არტ-თერაპიის როლი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან;
 - სექსუალურ ძალადობაზე ფოკუსირებული არტ-თერაპია და მისი ნეიროფიზიოლოგიური თავისებურებები;
 - არტთერაპიის როლი აგორაფობიის ფენომენის შესწავლასა და მკურნალობაში;
 - როგორ აისახება ოჯახური სიტუაცია და არსებული გარემო ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებზე;
 - ბავშვობისდროინდელი მძიმე გამოცდილების როლი დამოკიდებულებითი დაავადებების ჩამოყალიბებაში.
 
მაგისტრანტებმა წარმატებით დაიცვეს სადიპლომო ნაშრომები. სტუდენტებმა კომისიის წევრებისგან მიიღეს სასარგებლო რჩევები.
