24 ნოემბერს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის, თარგმანმცოდნეობის ლექტორის, მანანა მათიაშვილის ინიციატივით ღია ლექცია ჩატარდა. სტუდენტებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრის, ინგლისური ლიტერატურის მთარგმნელისა და ფილოლოგის, ლელა ფიროსმანიშვილის ლექცია ინგლისური ლიტერატურის ქართულად თარგმნის პრობლემების შესახებ. ლექციაზე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, გაიმართა დისკუსია და ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღეს თარგმანის ტექნიკასთან დაკავშირებით.