საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა “International Journal of Multilingual Education” (IJME), რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი გამოსცემს და ინდექსირებულია მონაცემთა საერთაშორისო ბაზებში, გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გურანდა ჭელიძისა და სამართლის დოქტორის ეკატერინე ქარდავას სტატია “Binding EU Studies in the Education Policy of Georgia”.
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის კვლევების, ევროკავშირის სწავლების სავალდებულო ხასიათის შესახებ მხოლოდ სპეციალიზებულ ევროპული კვლევების პროგრამებსა და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში; განხილულია ევროკავშირის კვლევების გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობა არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პროფესიული და სასკოლო განათლების დონეზე.
ხაზგასმულია საკითხი ევროპული სწავლებების განვითარების შესახებ რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს შორის, განათლებისა და მეცნიერების როლის თაობაზე საქართველოს უკეთესი ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.
იხილეთ სტატია.