კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორების ვიზიტი ირანში

5 მარტი 2023

2-5 მარტს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას საქართველოს დელეგაცია სტუმრობდა. კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს რამდენიმე შეხვედრა.

 

თეირანში - თეირანის უნივერსიტეტში, ირანის რელიგიათა და კულტურათა დიალოგის სახელმწიფო ცენტრში, ქალაქ ყუმში - ალ მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტში და იმამ ხომეინის საერთაშორისო ცენტრში ჩატარებული შეხვედრები ნაყოფიერი იყო ორ მხარეს შორის შემდგომი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებისათვის.

 

სამეცნიერო კონფერენციაში „ქრისტიანობისა და ისლამის საერთო ღირებულებები“ მონაწილეობდნენ  კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე, ასოცირებული პროფესორი ელისაბედ მაჩიტიძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მრჩეველი ამინ ნაგელიანი, რომლებმაც წარადგინეს ერთობლივი მოხსენება „სტამბოლის ქართული კათოლიკური სათვისტომო - ტოლერანტობის ისტორიული გაკვეთილები“.  

 

წარმოდგენილი მოხსენებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რელიგიათა შორის დიალოგის, სხვადასხვა ეროვნებასა და რელიგიებს შორის ტოლერანტობის მნიშვნელობას მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.