მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროექტების ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში

13 ნოემბერი 2019

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას ესტუმრა და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივი პროგრამების ხელმძღვანელმა, ნათია კვიციანმა. იგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტო, საქართველოს მისიაში 1993 წლიდან მუშაობს და ამჟამად შრომითი მიგრაციის და მიგრაციისა და განვითარების საკითხებს კურირებს.

 

მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს აღნიშნული მიმართულებით მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა მიგრაციული პროცესების შესახებ საქართველოში.

 

საუბრისას ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის შედეგებსა და გამოწვევებს, საქართველოში მიგრაციული პროცესების პოლიტიკისა და მართვის საკითხებს. ლექცია წარიმართა დისკუსიის რეჟიმში. დაისახა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები.