20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტების ინიციატივით, ჩატარდა მთარგნელისა და თარგმანმცოდნის, ანი კოპალიანის საჯარო ლექცია. შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის რომანის „მხევლის წიგნი“ შესახებ, რომელიც მისი თარგმნილია.
მთარგმნელმა სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება რომანის თარგმნის შინაარსობრივი, ლინგვისტური და სტილისტური გამოწვევების, მათი გადალახვის, თარგმანის სოციოკულტურული მახასიათებლის და ლიტერატურული მთარგმნელის პროფესიის გამოწვევების შესახებ.