სტატია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ირმა ხაჩიძის შესახებ ჟურნალ „Connect Online“- ში

2 დეკემბერი 2021

 

ირმა ხაჩიძე- კავკასიის უნივერსიტეტის  პროფესორი და  ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობაზე  დაიწერა სტატია „Connect Online“  ჟურნალში, რომელიც  აერთიანებს ინფორმაციას სამეცნიერო მოღვაწეობისა და მიღწევებს გარშემო.  ჟურნალი რეგულარულად აშუქებს მიმდინარე პროექტებსა და მათ  სამეცნიერო მნიშვნელობას , რომელიც ევროპაში ჩატარებული აქტუალური კვლევების საქმიანობას ეხმიანება.

 

 ირმა ხაჩიძე არის ევროკავშირის „EaPConnect“ პროექტის EYR@EaP2018-ის პროგრამის გამარჯვებული და ევროკავშირის მიმდინარე პროექტის „NI4OS-Europe“  -ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისათვის ევროპაში-  მონაწილე, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის „Horizon 2020“ პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია EEG (თავის ტვინის ელექტრული აქტივობა)  მონაცემთა ონლაინ ბაზის „EEGHUB.GE“ https://eeghub.ge/  ინტეგრირება ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელში.  „გრენა“-მ (საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია) პორტალს გაუწია ტექნიკური მხარდაჭერა და გამოყო კომპიუტერული რესურსები.

 

 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  ირმამ  წელს მოიპოვა DAAD-ის  სტიპენდია - „სამეცნიერო საქმიანობა უნივერსიტეტის ლექტორებისა და მეცნიერებისათვის“. პროექტი   გერმანიაში მიღებული გამოცდილების საქართველოში  დისემინაციიის  საშუალებას იძლევა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს