მიღების წესი

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში/ფსიქიატრიაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (ტესტირება/გასაუბრება). 

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ტარდება გასაუბრების სახით და მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის და კომუნიკაციის უნარები

 

აპლიკანტს ასევე მოეთხოვება, წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი ან სერტიფიკატი). სხვა შემთხვევაში მას დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს CU საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს, გრანტის მოსაპოვებლად დაენიშნება წერითი გამოცდა. წერითი გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კონკურსის მონაწილეები ერთი კვირით ადრე მიიღებენ.

 

საბუთების ნუსხა:

დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ადგილზე ან ატვირთოთ ონლაინ

 

  • ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CDდისკზე ჩაწერილი)
  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

იმ შემთხვევაში თუ საბუთებს წარმოადგენთ ონლაინ, გთხოვთ მოთხოვნილი საბუთები (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე) ატვირთოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ბმულზე

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღება: 31 აგვისტოს ჩათვლით ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - ოთახი A 2, სამშაბათი, ხუთშაბათი ოთახი B10 ან ელექტრონული ფორმით (ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე)
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2 და 3 სექტემბერს 
  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება ონლაინ 6 სექტემბერს
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 6 სექტემბერს

 

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე

 

CU გრანტის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე.

 

გადახდის პირობები

 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი
 
 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

 

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს (აღნიშნული პირობის ცვლილება განპირობებულია საერთო სამაგისტრო გამოცდის, საგრანტო ქულის გამოსათვლელი ფორმულის ცვლილების გამო, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წელს განახორციელა)
     
     

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.