პროგრამის სტრუქტურა

განათლების ლიდერობის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25  საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათებს).

 

განათლების ლიდერობის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:

 

  • სავალდებულო კურსების კომპონენტი/ორივე კონცენტრაციისათვის - 20 ECTS კრედიტი;
  • სავალდებულო კურსების კომპონენტი კონცენტრაციის მიხედვით - 25 ECTS  კრედიტი:
  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების მენეჯმენტის სპეციალიზაციისთვის - 25 ECTS კრედიტი;
  • პროფესიული და უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სპეციალიზაციისთვის - 25 ECTS კრედიტი;
  • კვლევითი უნარების კომპონენტი - 10 ECTS კრედიტი;
  • სავალდებულო-არჩევითი კურსების კომპონენტი - 5 ECTS კრედიტი.

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.